ჩვენ შესახებ თქვენი სანდო პარტნიორი საერთაშორისო გადაზიდვებში 2004 წლიდან.
„პეგასი“ წარმოადგენს საერთაშორისო სახმელეთო გადაზიდვების კომპანიას, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს მაღალი ხარისხის ლოჯისტიკურ მომსახურებას.
ჩვენი მთავარი მიზანია თითოეული ტვირთის უსაფრთხო, დროული და ეფექტური მიწოდება. მრავალწლიანი გამოცდილება, პროფესიონალი გუნდი და პარტნიორთა ფართო ქსელი გვაძლევს შესაძლებლობას, შევთავაზოთ კლიენტებს ოპტიმალური სატრანსპორტო გადაწყვეტილებები.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ტვირთის გადაზიდვა, არამედ მომხმარებელთან გრძელვადიანი და სანდო თანამშრომლობა.
სერვისების ნახვამისია
პეგასის მისიაა საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით წარმართვა. ინდივიდუალური მიდგომა, გადაზიდვების ეფექტური ორგანიზება და ოპტიმალური მარშრუტების შერჩევა ტვირთის უსაფრთხო და დროულ მიწოდებას უზრუნველყოფს.
2004 წლიდან დაგროვილი გამოცდილებისა და პროცესების კოორდინირებული მართვის საფუძველზე, პეგასი ქმნის სისტემას, რომელიც პარტნიორებისთვის საიმედოობის განცდის საფუძველია.
ხედვა
პეგასის ხედვაა, გახდეს საერთაშორისო სახმელეთო გადაზიდვების სფეროში გამორჩეული კომპანია, რომელიც პარტნიორებს ეფექტურ, მოქნილ და საიმედო სატრანსპორტო სისტემას სთავაზობს.
კომპანია მუდმივად ზრუნავს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე, განვითარებასა და საერთაშორისო პარტნიორული ქსელის გაფართოებაზე. ეს მიდგომა ხელს უწყობს საერთაშორისო გადაზიდვების პროცესის გამარტივებასა და გრძელვადიანი თანამშრომლობის ჩამოყალიბებას.
ღირებულებები
სანდოობა - ტვირთის დროული და უსაფრთხო მიწოდების უზრუნველყოფა და შეთანხმებული პირობების დაცვა.
პროფესიონალიზმი - საერთაშორისო გადაზიდვებში დაგროვილი გამოცდილების გამოყენება და პროცესების კოორდინირებული მართვა.
გამჭვირვალობა - პარტნიორებისთვის ზუსტი და დროული ინფორმაციის მიწოდება გადაზიდვის პირობებისა და პროცესის მიმდინარეობის შესახებ.
ეფექტიანობა - ოპტიმალური მარშრუტების შერჩევა და გადაზიდვების დაგეგმვა დროისა და რესურსების ეფექტურად გამოყენების გათვალისწინებით.
რატომ პეგას საიმედოობა არ არის დაპირება - ეს სისტემაა
რატომ გვირჩევენ პარტნიორები
საიმედოობა
ყველა გადაზიდვა სრულდება შეთანხმებული პირობებისა და ვადების დაცვით.
უსაფრთხოება
ტვირთის უსაფრთხო ტრანსპორტირება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია.
გამოცდილება
პროფესიონალი გუნდი უზრუნველყოფს გადაზიდვის პროცესის ეფექტურ მართვას.
ინდივიდუალური მიდგომა
თითოეული პროექტისთვის ვარჩევთ მომხმარებლის მოთხოვნებზე მორგებულ გადაწყვეტილებას.
მუდმივი კომუნიკაცია
გადაზიდვის პროცესის კონტროლი პირადი მენეჯერის მხარდაჭერით და ტვირთის მდებარეობის რეალურ დროში მონიტორინგით.
კონკურენტული ტარიფები
საკუთარი ავტოპარკი უზრუნველყოფს ხარჯების ოპტიმიზაციას და ხარისხიან სატრანსპორტო მომსახურებას კონკურენტულ ფასად.