სამუშაო სპეციფიკა მოთხოვნიდან მიწოდებამდე - 5 ნაბიჯში

1

მოთხოვნა

ტვირთის მონაცემების მიღება: ტვირთის ტიპის, წონის, მოცულობისა და მარშრუტის განსაზღვრა.

2

შეთავაზება

ოპტიმალური ტარიფის, ტრანზიტის ვადებისა და გადაზიდვის პირობების განსაზღვრა.

3

დატვირთვა

ტრაილერის მითითებულ მისამართზე მისვლა შეთანხმებულ დროს, ტვირთის ჩატვირთვა და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება.

4

მონიტორინგი

ტვირთის ადგილმდებარეობის კონტროლი GPS-ის საშუალებით, 24/7 რეჟიმში, რეალურ დროში.

5

ჩაბარება

ტვირთის უსაფრთხო ჩაბარება მიმღებთან და სრული სატრანსპორტო-საბაჟო დოკუმენტაციის გადაცემა.

სერვისები

ვახორციელებთ სრული (FTL) და ნაწილობრივი (LTL) ტვირთების გადაზიდვას საერთაშორისო მიმართულებებით.

FTL - სრული დატვირთვა

FTL - სრული დატვირთვა

ტრაილერი მხოლოდ თქვენი ტვირთისთვის. პირდაპირი მარშრუტი შუალედური გადატვირთვის გარეშე - ყველაზე სწრაფი და საიმედო ტრანსპორტირება.

LTL - ნაკრები ტვირთი

LTL - ნაკრები ტვირთი

ნაწილობრივი (გრუპაჟული) ტვირთის გადაზიდვა ეკონომიური პირობებით - იხდით მხოლოდ იმ ადგილის საფასურს, რომელსაც თქვენი ტვირთი იკავებს.

დოკუმენტაცია და საბაჟო

დოკუმენტაცია და საბაჟო

სატრანსპორტო და საბაჟო დოკუმენტაციის მომზადება (CMR, T1, EX-1, TIR Carnet) და გაფორმება - მარტივი და შეუფერხებელი გადაზიდვისთვის.

კონსოლიდაცია და შენახვა

კონსოლიდაცია და შენახვა

სხვადასხვა ტვირთის გაერთიანება და დროებითი შენახვა გაგზავნამდე ლოგისტიკური პროცესის ეფექტურად ორგანიზებისთვის.

დაზღვევა

დაზღვევა

ტვირთი დაზღვეულია CMR კონვენციის შესაბამისად გადაზიდვის მთელ მარშრუტზე.

პირადი მენეჯერი

პირადი მენეჯერი

პირადი მენეჯერი, რომელიც გადაზიდვის ყველა ეტაპზე უზრუნველყოფს კლიენტთან მუდმივ კომუნიკაციას და პროცესის კოორდინაციას.